Thursday, September 3, 2009

ორანჟერეა


ორანჟერეა _ (ფრანგულიდან Onargerie) ცპეციალური მომინული სათავსო, სადაც სინათლის და სითბოს საჭირო პირობების დაცვით აშენებენ თბილი ქვეყნების მცენარეებს, ან იღებენ ხილს, ბოსტნეულს, ყვავილებს სეზონის მიუხედავად; სათბური.
თბილისის ბოტანიკური ბაღის ერთ–ერთი სამოთხე ,,ორანჟერეა“ 2002 წლიდან არის განახლებული, ის განადგურებული იყო შიდა ომების დროს. არ იყო შუქი და შესაბამისი გათბობა. ეს ტროპიკული მცენარეების სახლია. აქ ყველა მცენარეს სითბო და სინათლე სჭირდება, ამიტომაც ზამთარში იკეტება და გათბობას რთავენ. მცენარეებს ისეთი პირობები ექმნებათ, როგორც ზაფხულში.
ბოტანიკური ბაღის ამ საოცრებაში მაღალ, შემინულ შენობაში რგავენ და უვლიან ყვავილებს, თესლებს საზღვარგარეთიდან იღებენ. ზოგჯერ კი აქედანაც აგზავნიან. ორანჟერეას საკოლექციო განყოფილებაში 1500–მდე ყვავილისა და ხის სახეობაა.
ორანჟერეაში არის ბანანის ხე, რომელიც ნაყოფს არ ისხამს. ორანჟერეის თანამშრომლები ცდილობენ ხეს შეუქმნან კარგი პირობები, მაგრამ რადგან აფრიკის მსგავსი სითბო არ არის, ნაყოფი არ აქვს.

ბეგონიების ოჯახის წარმომადგენელია მარადმოყვავილე უზარმაზარფოთლოვანი მცენარე ,,მონსტერა“, რომელსაც ფოთლებზე ნასვრეტები აქვს იმიტომ, რომ მის სამშობლოში სულ წვიმებია, ფოთლები ძლიერმა წვიმამ, რომ არ დახვრიტოს მონსტერას ბუნებრივად გაუჩნდა ნასვრეტები.
ორანჟერეას უვლის ქალბატონი ნანა ყუბანეიშვილი. როგორც დედა ეფერება თავის შვილებს, ასევე უნდა მოფერება ყველა მცენარეს. ,,ისინი ჩემი მოვლილია, გახარებული, როცა მათ ვუვლი, მესაუბრებიან. თითოეულ ქოთანთან ყოველდღე უნდა მივიდე, მოვრწყო, ფოთლები შევაცალო, ზოგს გადარგვა, გასუფთავება, გაფურჩქვნა სჭირდება, რომ არ გიყვარდეს, ამას ვერ გააკეთებ ალბათ“ _ ამბობს ქალბატონი ნანა.
ორანჟრეაში არის შემდეგი მცენარეები: ჩინური ვარდი, აგუტილონი, მწვანე ბამბუკი, ბროწეული, აგუმიუმი, ყავის ხე, ბეგონიები, დუმფარა, ბანანის ხე, ციტრუსები, ირმის რქა, აგავა, ამერიკული ვაზი, ფილადენდრონი, ქრისტეს გვირგვინი, ლევკოი, გვიმრა და სხვ.

აგუტილონი (თებერვლის ყვავილი) თებერვალში დაბადებულ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სახლში_ ამბობს ქალბატონი ნანა.

გვიმრა _ მის გარდა ყველა მცენარეს აქვს ნაყოფი, მას აქვს სპორები, რითაც მრავლდება.

ხალიჩა _ მას ულამაზო ყვავილი და ლამაზი ფოთოლი აქვს და ამის გამო მას ყვავილებს აჭრიან.

ყავის ხე _ არაბეთიდანაა, ჯერ არ არის ზრდასრული, ამიტომაც ფოთლები მწვანე აქვს, შემოდგომაზე ფოთლები გაუწითლდება და ნაყოფს მოისხამს.

ბრომედია _ დედა მცენარე კვდება და ტოვებს შვილს.

აგავა _ ზაფხულში შეიძლება მისი გარეთ გატანა. აყვავდება და კვდება. გედის ბოლო სიმღერასავიაა, სიკვდილის წინ ყვავის.

ვაზი _ ამერიკული ვაზი ნაყოფს არ ისხამს.

ციტრუსი _ ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი ... მისი სახეობა 1500–მდეა.

ქრისტეს გვირგვინი _ თავზე აქვს წითლი ყვავილები და ეკლიანია. ფოთლის მოძრაობის შემთხვევაში რძის მსგავსი სითხე გამოდის.


ჯგუფში მომუშავე მოსწავლეები: ნადირაშვილი მარი, ქუთათელაძე ლევანი, ლომიძე ნიკა, თოხაძე მირიანი, ასანიძე კახი, აბულაძე ლუკა, ჩკვეტაძე ლაშა, გარუჩავა ანა, მესტვირიშვილი სალი, სანდრო მარშანია.
ჯგუფის ხელმძღვანელი:ნანა ყუბანეიშვილი, ნანა კემულარია (თბილისის 52-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი) და მასწავლებლობის მაძიებელი სალომე ყაველაშვილი